ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ უსაფრთხო აეროპორტების სია გამოაქვეყნა - კვირის პალიტრა

ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ უსაფრთხო აეროპორტების სია გამოაქვეყნა

ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ აეროპორტები დაასახელა, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ზომებია გატარებული. სიაში, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, უსაფრთხო აეროპორტებს შორის მოხვდნენ: ბელგიის ყველა აეროპორტი, საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის აეროპორტები, იტალიის სამი რეგიონის - ემილია-რომანიას, ლომბარდიისა და პიემონტის აეროპორტები, ამსტერდამის, ეინდჰოვენი, მაასტრიხტისა და როტერდამის აეროპორტები, კატოვიცეს აეროპორტი, ფრანცისკო სა კარნეიროსა და ლისაბონის პორტელას აეროპორტები, ესპანეთის ოთხი რეგიონის - კასტილია და ლეონის, კასტილია-ლა მანჩას, კატალონიისა და მადრიდის აეროპორტები, სტოკჰოლმის რეგიონის ყველა აეროპორტი. გარდა ამისა, სიაში შესულია დიდი ბრიტანეთის 13 აეროპორტი.

მესამე ქვეყნებიდან კი უსაფრთხო აეროპორტების სიაში შესულია: ავღანეთის, არგენტინის, ბაჰრეინის, ბანგლადეშის, ბელარუსის, ბოლივიის, ბრაზილიის, კანადის, ჩილეს, კოლუმბიის, დომინიკის რესპუბლიკის, ეკვადორის, ეგვიპტის, ინდოეთის, ინდონეზიის, ირანის, ქუვეითის, მექსიკის, პაკისტანის, პერუს, ყატარის, რუსეთის, საუდის არაბეთის, სინგაპურის, სამხრეთ აფრიკის, თურქეთის, უკრაინის, არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველა ან რამდენიმე აეროპორტი.

ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს სიაში აშშ-ის 23 შტატის ყველა აეროპორტია შესული.

სააგენტოში აცხადებენ, რომ აეროპორტების სია სააგენტოს წევრ ქვეყნებთან კომუნიკაციის შედეგად შეიქმნა და ჯანმოს, დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებს ეყრდნობა.

სიის შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი პარამეტრები: აქტიური შემთხვევების რიცხვი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, ინფიცირების ყოველდღიური სტატისტიკა, ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი და სხვა.

"ინტერპრესნიუსი"