24 დღის შემდეგ, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის შემთხვევა ისევ დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

24 დღის შემდეგ, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის შემთხვევა ისევ დაფიქსირდა

მას შემდეგ, რაც ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცრებული ყველა პაციენტი განიკურნა, ინფიცირების ბოლო შემთხვევიდან კი 24 დღე გავიდა, ქვეყანაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

BBC-ის ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული ქვეყანაში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა. ქვეყანაში შესვლის უფლება მათ ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობის გამო მიეცათ. მათ კარანტინში 7 დღე გაატარეს, რის შემდეგაც ოჯახის წევრის მონახულების უფლება მისცეს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ახალ ზელანდიაში პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა. ძალაში რჩება ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევს. ახალ ზელანდიაში კორონავირუსის სულ 1 506 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 22 ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"