ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ელენა ზელენსკაია ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ელენა ზელენსკაიას საშუალო სიმძიმის პნევმონია აღენიშნება. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

შეგახსენებთ, უკრაინის პირველ ლედის კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, თუმცა მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა და სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"