"დექ­სა­მე­ტა­ზონს" შე­უძ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნოს - რას წერს BBC ? - კვირის პალიტრა

"დექ­სა­მე­ტა­ზონს" შე­უძ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნოს - რას წერს BBC ?

იაფ და ფართოდ გავრცელებულ პრეპარატ "დექსამეტაზონს" შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სიცოცხლე გადაარჩინოს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანელი ექსპერტები ამბობენ, რომ წამალი ეფექტურად იბრძვის ვირუსის წინააღმდეგ. მეცნიერებმა შესაბამისი კვლევა ჩაატარეს, "დექსამეტაზონთან" დაკავშირებული ცდები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მკვლევარები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ წამალი ეფექტურია.

ბრიტანელ ექსპერტთა თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ "დექსამეტაზონი" 1/3-ით ამცირებს გარდაცვალების რისკს ისეთ პაციენტებში, რომელთაც ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ, ხოლო 1/5-ით ისეთ პაციენტებში, რომლებსაც ჟანგბადი ესაჭიროებათ.

სპეციალისტების თქმით, დიდ ბრიტანეთს ეს პრეპარატი პანდემიის დასაწყისიდნვე რომ გამოეყენებინა, შესაძლებელი იქნებოდა დაახლოებით 5 000 პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა.

BBC წერს, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ღარიბი ქვეყნებისთვის, სადაც ვირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა ძალიან დიდია. იხილეთ სრულად