"პუტინის კორონავირუსისგან დასაცავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური სადეზინფექციო გვირაბია მოწყობილი" - რას წერს BBC? - კვირის პალიტრა

"პუტინის კორონავირუსისგან დასაცავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური სადეზინფექციო გვირაბია მოწყობილი" - რას წერს BBC?

ვლადიმერ პუტინის კორონავირუსისგან დასაცავად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური სადეზინფექციო გვირაბია მოწყობილი, - ამის შესახებ BBC-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

"ყველას, ვინც მოსკოვის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციას სტუმრობს, სადაც ვლადიმერ პუტინი სტუმრებს იღებს, სპეციალური გვირაბის გავლა უწევს,"- წერს BBC-ი.

ცნობისათვის, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

"ინტერპრესნიუსი"