"სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" - როგორ აფასებს ჯანმო "დექსამეტაზონთან" დაკავშირებულ აღმოჩენას - კვირის პალიტრა

"სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" - როგორ აფასებს ჯანმო "დექსამეტაზონთან" დაკავშირებულ აღმოჩენას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "კოვიდ 19"-ით დაინფიცირებულ პაციენტებში პრეპარატ დექსამეტაზონის გამოყენების პირველადი კლინიკური ცდების შედეგებს მიესალმება და აცხადებს, რომ ეს "დიდებული სიახლეა".

"ეს მკურნალობის პირველი მეთოდია, რომელმაც "კოვიდ 19"-ით დაინფიცირებულ იმ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადს ან ხელოვნურ სუნთქვას საჭიროებენ, სიკვდილიანობის დონის მნიშვნელოვანი შემცირება აჩვენა. ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და ბრიტანელ ექიმებს, რომლებმაც სიცოცხლის გადამრჩენელ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს,"- განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ცნობისათვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებიც ჩOVID-19-ის თერაპიის რანდომიზებულ კვლევას -RECOVERY - ატარებენ, განაცხადეს, რომ პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადით მკურნალობას ან სასუნთქ აპარატზე მიერთებას საჭიროებენ, სიკვდილიანობას დაახლოებით ერთი მესამედით ამცირებს.

იხილეთ ასევე: "დექსამეტაზონს" დიდი ხანია ვიყენებთ კორონავირუსის სამკურნალოდ..." - რას ამბობს მარინა ენდელაძე მედიკამენტის ეფექტზე?

"ინტერპრესნიუსი"