ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ყაზახეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის პრესსპიკერ აიდოს უკიბაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება. სამწუხაროდ, კორონავირუსზე ტესტი დადებითი აღმოჩნდა. შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ნურსულთან ნაზარბაევი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს,"- წერს პრესსპიკერი სოციალურ ქსელ "ტვიტერში."

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში კორონავირუსის 15 877 შემთხევაა დადასტურებული, დაღუპულია 97 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"