"მოძმე ქართველებს მადლობა!" - რას წერენ სომხები, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს კომენტარებში? - კვირის პალიტრა

"მოძმე ქართველებს მადლობა!" - რას წერენ სომხები, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს კომენტარებში?

სომხეთში საქართველოს საელჩოსთან მადლობის ნიშნად ყვავილები მიიტანეს, ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოს კომენტარებში სომეხი მოქალაქეები ქართველებს მადლობას უხდიან:

"მოძმე ქართველებს მადლობა!", "ვიცხოვროთ მეგობრულად", "ეს არის მადლობის ნიშანი, იმ მხარდაჭერისთვის, რაც გამოიჩინა საქართველომ სომხეთის დასახმარებლად კორონავირუსიის პანდემიის დროს".

არიან ისეთებიც, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ რა ხდება და რისთვის მივიდნენ საქართველოს საელჩოსთან თანამოქალაქეები:

- "გთხოვთ გვითხარით, რა ხდება, ძალიან გვინდა ვიცოდეთ", "რატომ არ ამბობთ არაფერს"...

- "ეს არის მადლობის ნიშანი, იმ მხარდაჭერისთვის, რაც გამოიჩინა საქართველომ სომხეთის დასახმარებლად კორონავირუსიის პანდემიის დროს"

- "რა, პანდემია უკვე დასრულდა? მხოლოდ საქართველოს რატომ ვუხდით მადლობას და არა სხვა სახელმწიფოებს"? - ეკითხებიან  თანამოქალაქეს, რომელიც მადლობის სათქმელად საქართველოს საელჩოსთან ყვავილებით მივიდა.