სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 21 ივნისის მდგომარეობით, ჯამში კორნავირუსით დაინფიცირების 20 268 შემთხვევაა გამოვლენილი. ამჟამად მკურნალობას 10 802 პაციენტი გადის, ხოლო ვირუსისგან 9 002 ადამიანი განიკურნა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 18 ადამიანი ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 350-მდე გაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"