სლოვაკეთის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება - კვირის პალიტრა

სლოვაკეთის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება

სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა კვირის ბოლომდე თვითიზოლაციაში იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სლოვაკეთის პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ერთ-ერთ თანაშემწეს კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.

თვითიზოლაციის გამო ზუზანა ჩაპუტოვამ უახლოეს მომავალში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა.

სლოვაკეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც საზღვრები ჩაკეტა და პირბადეების ტარება სავალდებულო გახადა.

ცნობისთვის, სლოვაკეთში, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც დახლოებით 5.5 მილიონს შეადგეს, კორონავირუსის 1 589 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 28 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"