"2008 წელს თბილისამდე არ მივედით და გავჩერდით... და ახლა რა გვაქვს?" - რატომ გაახსენა პუტინის აღლუმმა რუს ჟურნალისტს აგვისტოს ომი?
"2008 წელს თბილისამდე არ მივედით და გავჩერდით... და ახლა რა გვაქვს?" - რატომ გაახსენა პუტინის აღლუმმა რუს ჟურნალისტს აგვისტოს ომი?
დღევანდელი, 25 ივნისის რუსული პრესის მთავარ თემას 24 ივნისს მოსკოვში და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებული სამხედრო აღლუმი წარმოადგენს, გერმანიასთან ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად. ამ მოვლენის ამსახველი მასალები გაზეთების პირველ გვერდზეა განთავსებული.

გაზეთ "კომერსანტში" ("КоммерсантЪ") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "აღლუმის მსახურები: როგორ გაიარა წითელ მოედანზე ალექსანდრე ლუკაშენკომ" (ავტორი: ანდრეი კოლესნიკოვი), რომელშიც აღლუმის დროს არსებული სიტუაცია, პრეზიდენტის - უმაღლესი მთავარსარდლის ვლადიმირ პუტინის გამოსვლა და ბელარუსის ლიდერის მოქმედებაა მიმოხილული.

"პრეზიდენტმა თქვა, რომ წარმოუდგენელია,
როგორი იქნებოდა მსოფლიო, ჩვენს არმიას რომ ფაშისტური ვერმახტი არ დაემარცხებინა. "ჩვენს ჯარისკაცებს არც დიდება არ სურდათ, არც მედლები და არც სხვა ქვეყნების დაპყრობა. მათ მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ - მტრის საკუთარ ბუნაგში განადგურება და უკან, სახლებში დაბრუნება. ჩვენმა ხალხმა ევროპის ფაშისტებისაგან გასათავისუფლებლად აუნაზღაურებელი და შეუვსებელი
მსხვერპლი გაიღო - ასი ათასობით რუსი ჯარისკაცი ჩაწვა უცხოეთის მიწაში".

ამასთან დაკავშირებით ავტორი სტატიაში თავის თვალსაზრისსაც გამოხატავს: "რამდენად შეიძლებოდა ამდენი მსხვერპლის თავიდან აცილება? გავჩერებულიყავით ბერლინთან ცოტა ხნით, გერმანელებისათვის სიტუაციის გააზრებისა და ჯოჯოხეთიდან გამოსვლის შესაძლებლობა მიგვეცა, ჩვენც ძალებს აღვიდგენდით... მაგრამ გავიხსენოთ: 2008 წელს თბილისამდე არ მივედით და გავჩერდით... და ახლა რა გვაქვს?".

ალექსანდრე ლუკაშენკო აღლუმზე ვაჟთან ერთად
პუბლიკაციის ავტორი თავის შთაბეჭდილებებს გადმოსცემს ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს შესახებაც. როგორც ცნობილია, ბელარუსისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის ბოლო დროს გარკვეული უთანხმოება და უკმაყოფილება შეინიშნება. ამის გათვალისწინებით საინტერესოა ალექსანდრე ლუკაშენკოს ქცევა მოსკოვში ყოფნის დროს: "ბელარუსის პრეზიდენტი იმით გამოირჩეოდა სხვებისაგან, რომ იგი ტრადიციულად აღარ იდგა ვლადიმირ პუტინის გვერდით, სხვა მსგავსი ღონისძიებებისაგან განსხვავებით. როცა ალექსანდრე ლუკაშენკო ტრიბუნაზე ადიოდა, ჩემმა გვერდით მდგომმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ხმამაღლა შესძახა: "გმადლობთ, რომ გვეწვიეთ". მისთვის მოულოდნელად პრეზიდენტმა გაიგონა, შეჩერდა, პაუზა გააკეთა, გაიღიმა და ხელები გაშალა და უაპსუხა: "მე ხომ სამშობლოს დედაქალაქში ჩამოვედი!". ამის თქმაზე ტრიბუნამ აღტაცება გამოხატა. ალექსანდრე ლუკაშენკომ მართლაც მოსწრებულად თქვა - ტრიბუნაზე ხომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ბევრი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ვიღაცამ დაიძახა: "მაგრად იყავი, ბატკა, უნდა გაუძლო!". მან ისევ გაიგონა: "თქვენც მაგრად იყავით, არ იავადმყოფოთ!". (წყარო)


მოამზადა სიმონ კილაძემ
...
27 ივნისი 2020 12:17
Taso erti shen xedav da agiqvam adekvatyrad, ex, bevri gvkavdes shennairi
gia
26 ივნისი 2020 13:24
მედა.მაგარი კომენტარი დადე.აბსოლუტურად მართალი ხარ.
მერაბი
26 ივნისი 2020 13:21
ახლა რა და გველებივით მოცოცავენ... აფართოვებენ და აფართოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიას, თბილისშც უამრავი რუსი ცხოვრობს უკვე და თუ დასავლეთმა არ მოგვხედა, ჩაგვყლაპავენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები