უკრაინაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 109 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
26 ივნისის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის 41 117 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 1 086 და გამოჯანმრთელებულია 18 299 პაციენტი.
ცნობისათვის, პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ თუკი ინფიცირების შემთხვევების ზრდის შეჩერება ვერ მოხერხდება, ქვეყანაში ზაფხულის შუა პერიოდისთვის კოვიდ 19-ის გავრცელების პიკია მოსალოდნელი.
"ინტერპრესნიუსი"