უკრაინაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

უკრაინაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 109 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

26 ივნისის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის 41 117 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 1 086 და გამოჯანმრთელებულია 18 299 პაციენტი.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ თუკი ინფიცირების შემთხვევების ზრდის შეჩერება ვერ მოხერხდება, ქვეყანაში ზაფხულის შუა პერიოდისთვის კოვიდ 19-ის გავრცელების პიკია მოსალოდნელი.

"ინტერპრესნიუსი"