უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 000-ს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 000-ს გადააჭარბა

უკრაინაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 948 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 065-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში "კოვიდ 19"-სგან კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 1 110-ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 27 ივნისის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსისგან 18 701 პაციენტი განიკურნა.

"ინტერპრესნიუსი"