"1 ივლისიდან გარე საზღვრები 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნას, რომელთა შორის საქართველოც არის" - რას წერს ფრანგული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"1 ივლისიდან გარე საზღვრები 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნას, რომელთა შორის საქართველოც არის" - რას წერს ფრანგული გამოცემა?

ევროკავშირი აპირებს, 1 ივლისიდან გარე საზღვრები 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნას, რომელთა შორის საქართველოც არის - ინფორმაციას ფრანგული გამოცემა "ლე მონდი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დისკუსია ძალიან ხანგრძლივი იყო, თუმცა ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER), რომელიც წევრი ქვეყნების ელჩებს აერთიანებს, 26 ივნისის საღამოს შეთანხმებას მიაღწია 1 ივლისიდან 14 სახელმწიფოსთვის გარე საზღვრების გახსნის თაობაზე.

გამოცემის ინფორმაციით, ასე გამოიყურება იმ 14 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლებიც ევროკავშირში 1-ელი ივლისიდან კარანტინის გავლის გარეშე შევლენ: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, ალჟირი, მაროკო, ტუნისი, საქართველო, მონტენეგრო და სერბეთი.

"ლე მონდის“ ინფორმაციით, სია შესაძლოა, ჩინეთიც დაემატოს, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით - თუ თავადაც დაუშვებს ევროკავშირის მოქალაქეებს.

სტატიის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ შემდგომი გადამოწმების მიზნით გადაწყვეტილების გადადება მოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება შეიცვალოს.

"ინტერპრესნიუსი"