"ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და ინტერპოლს დახმარებისთვის მიმართა" - რას წერს "ალ ჯაზირა"? - კვირის პალიტრა

"ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და ინტერპოლს დახმარებისთვის მიმართა" - რას წერს "ალ ჯაზირა"?

ირანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კიდევ ათეულობით პირის დაპტიმრების ორდერი გასცა და მათ დაპატიმრებაში დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეირანის პროკურორმა ალი ალყასიმერის განაცხადა, რომ ტრამპს და მასთან ერთად 30-ზე მეტ პირს, რომლებსაც ირანი 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებს, "მკვლელობისა და ტერორიზმის ბრალდებებით გასამართლება ემუქრებათ".

შეგახსენებთ, 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სამხედროების მიერ განხორციელებულ ოპერაციას ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმ "ალ-ქუდსის" ლიდერი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"