"შოკირებული ვართ მაიკ პომპეოს განცხადებით, აია-სოფიასთან დაკავშირებული საკითხი ჩვენი შიდა საქმეა"
"შოკირებული ვართ მაიკ პომპეოს განცხადებით, აია-სოფიასთან დაკავშირებული საკითხი ჩვენი შიდა საქმეა"
შოკირებული ვართ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აია-სოფიას შესახებ გაკეთებული განცხადებით, აია-სოფია ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს და თურქეთის საკუთრებაა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აკსოიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აია-სოფიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა.

"აია-სოფია ჩვენს მიწაზე მდებარეობს და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა,"- განაცხადა ჰამი აკსოიმ.

მისივე თქმით, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა როცა საქმე თურქეთის სუვერენიტეტს ეხება, მოთხოვნების წაყენება მიუღებელია.

"აზრის გამოხატვის
უფლება ყველას აქვს, თუმცა არავის აქვს უფლება, ჩვენს სუვერენულ უფლებებზე "მოვუწოდებთ, მოვითხოვთ" სტილი გამოიყენოს,"- აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს.

"თურქეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აია-სოფია მუზეუმად დატოვონ, რაც მისაბაძი მაგალითი იქნება
ვალდებულების შესრულების, რწმენის ტრადიციებისა და მრავალფეროვანი ისტორიის პატივისცემის,"- განაცხადა მაიკ პომპეომ.

ცნობისათვის, რამდენიმე თვის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფია, შესაძლოა, მეჩეთად გადაკეთდეს.

დღეს თურქეთის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ აია-სოფიას სტატუსზე უნდა იმსჯელოს.

"ინტერპრესნიუსი"


ტოტო
05 ივლისი 2020 12:58
აია სოფ.ია არის მსოფლიოს კულტრურული მემკვიდრეობის ნაწილი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები