საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ამომრჩევლების 77,93% პროცენტი უჭერს მხარს, 21,26 % კი - წინააღმდეგია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 99,9 %.ცესკო-ს ცნობით, რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 65-პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა.შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმის გამართვა 1-ელ ივლისს გადაწყდა, თუმცა ჯანდაცვითი ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხმის მიცემის პროცესი 25 ივნისიდან დაიწყო. საარჩევნო უბნები კი გუშინ, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა.როგორც ცნობილია, ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის."ინტერპრესნიუსი"