ბრაზილიაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1.5 მილიონს მიუახლოვდა - კვირის პალიტრა

ბრაზილიაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1.5 მილიონს მიუახლოვდა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 48 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 496 858-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ს კიდევ 1 252 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვი 61 884-მდე გაიზარდა.

ცნობისათვის, ბრაზილია როგორც კოვიდინფიცირებულების ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

"ინტერპრესნიუსი"