კიმ ჩენ ინი: "დამღუპველი ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა აღვკვეთეთ"
კიმ ჩენ ინი: "დამღუპველი ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა აღვკვეთეთ"
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან დაკავშირებით "ბრწყინვალე წარმატებას" მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ბრწყინვალე წარმატებას მივაღწიეთ. დამღუპველი ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა აღვკვეთეთ და სტაბილური სიტუაცია შვინარჩუნეთ,"- განაცხადა კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს სხდომაზე.

მისივე თქმით, ჯერჯერობით სიფხიზლე უნდა გამოიჩინონ და "ანტიეპიდემიურ ფრონტზე არ უნდა მოდუნდნენ", ვინაიდან ვირუსი მეზობელ სხელმწიფოებში კვლავ არსებობს.

"მან არაერთხელ განაცხადა, რომ ანტიეპიდემიური ზომების ნაჩქარევი შემსუბუქება გამოიწვევს
წარმოუდგენელ და შეუქცევად კრიზისს," - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო ჩრდლიოეთ კორეამ საზღვრები 6 თვის წინ ჩაკეტა.

"ინტერპრესნიუსი"


:)))
06 ივლისი 2020 15:09
კარგად მოქცეულა! - აბა, კორონა რა შესაშვებია ქვეყანაში?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები