რეპერი კანიე ვესტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად იყრის კენჭს - კვირის პალიტრა

რეპერი კანიე ვესტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად იყრის კენჭს

ამერიკელი რეპერი კანიე ვესტი აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტად იყრის კენჭს. აღნიშნული განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა.

"ჩვენ ამერიკის დაპირების რეალიზება უნდა მოვახდინოთ ღმერთის რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთიანებითა და მომავლის შენებით. მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად", - დაწერა მან "ტვიტერზე".

კანიე ვესტს აქვე მხარდაჭერა გამოუცხადა SpaceX-ის დამფუძნებელმა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა და კომენტარებში ვესტს დაუწერა:

"შენ გაქვს ჩემგან სრული მხარდაჭერა".

როგორც დასავლური მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, იხუმრა თუ არა რეპერმა, რადგან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი თუმცა აშშ-ის ბევრ შტატში დამოუკიდებელი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა. კიმ კარდაშიანის მეუღლე ამ დრომდე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო და თეთრ სახლსაც სტუმრობდა. 3 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებში აშშ-ს ორი მთავარი კანდიდატი ჰყავს - „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი და „დემოკრატი“ ჯო ბაიდენი.

"ინტერპრესნიუსი"