რეპერი კანიე ვესტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად იყრის კენჭს
05-07-2020
რეპერი კანიე ვესტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად იყრის კენჭს
ამერიკელი რეპერი კანიე ვესტი აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტად იყრის კენჭს. აღნიშნული განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა.

"ჩვენ ამერიკის დაპირების რეალიზება უნდა მოვახდინოთ ღმერთის რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთიანებითა და მომავლის შენებით. მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად", - დაწერა მან "ტვიტერზე".

კანიე ვესტს აქვე მხარდაჭერა გამოუცხადა SpaceX-ის დამფუძნებელმა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა და კომენტარებში ვესტს დაუწერა:


"შენ გაქვს ჩემგან სრული მხარდაჭერა".

როგორც დასავლური მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია,
იხუმრა თუ არა რეპერმა, რადგან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი თუმცა აშშ-ის ბევრ შტატში დამოუკიდებელი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა. კიმ კარდაშიანის მეუღლე ამ დრომდე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო და თეთრ სახლსაც სტუმრობდა. 3 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებში აშშ-ს ორი მთავარი
კანდიდატი ჰყავს - „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი და „დემოკრატი“ ჯო ბაიდენი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები