მულტიკულტურული ჩავარდნა აღიარეს - კვირის პალიტრა

მულტიკულტურული ჩავარდნა აღიარეს

საფრანგეთის ტელევიზიით გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა: - "მულტიკულტურიზმის პოლიტიკა საფრანგეთში დამარცხდა. ჩვენ მეტისმეტად ბევრს ვაკეთებდით საფრანგეთში ჩამოსულ ადამიანთა, მათი კულტურისა და რელიგიურ განსხვავებათა შესანარჩუნებლად და განსავითარებლად, ამავე დროს, ნაკლებად ვუწევდით ანგარიშს საკუთარი სამშობლოს იდენტურობას.

ინტეგრაციის ფრანგული სისტემა არაეფექტიანი გამოდგა...

ჩვენ საერო სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ არ გვინდა, საფრანგეთის ქუჩებში საახალწლოდ ვხედავდეთ რელიგიური რიტუალების აღსრულებას, საფრანგეთის ნაციონალურ თანამეგობრობას არ სურს თავისი ცხოვრების ნირი, მამაკაცსა და ქალს შორის თანასწორობის, გოგონების სკოლაში თავისუფლად სიარულის წესის შეცვლა".

ევროპაში მულტიკულტურული საზოგადოების იდეის ჩავარდნაზე გასულ კვირას მიუნხენში ილაპარაკა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმაც. თქვა,  - ასიმილაციის პოლიტიკამ ვერ გაუძლო დროის გამოცდასო.

ცოტა ხნით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც აღიარა მულტიკულტურული პოლიტიკის ჩავარდნა.

"შპიგელი", გერმანია