კადიროვის მორიგი მსხვერპლი? - ვინ იყო ავსტრიაში მოკლული მამიხან უმაროვი
კადიროვის მორიგი მსხვერპლი? - ვინ იყო ავსტრიაში მოკლული მამიხან უმაროვი
ფოტო:მამიხან უმაროვი
4 ივლისს ვენაში ჩეჩენი ბლოგერი, მამიხან უმაროვი მოკლეს. როგორც ცნობილია, უმაროვი რამზან კადიროვის კრიტიკით გამოირჩეოდა. მკვლელობა საღამოს მოხდა. რამდენიმე საათში ქალაქ ლინცში სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. გამოცემა Österreich იუწყება, რომ თავდასხმა განხორციელდა ადგილობრივი დროით 19:30 საათზე, სავაჭრო ცენტრ G3-ის სიახლოვეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ვერცხლისფერი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
BBC-ს ცნობით, დაკავებისას ეჭვმიტანილმა პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწია და ისიც ჩეჩენია.

მამიხან უმაროვი, ავსტრიაში ავსტრიული პასპორტით სარგებლობდა და ბექ მარტინის სახელს ატარებდა. ის ავსტრიაში საცხოვრებლად 2005 წელს
გადავიდა.

როგორც ცნობილია, გარდაცვილილი მამიხან უმაროვი იჩქერიის სეპარატისტული რესპუბლიკის შარიათის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროში მუშაობდა.

უკრაინელ ჟურნალისტთან ვლადისლავ სიდორენკოსთან ინტერვიუში, უმაროვი საუბრობდა თუ რატომ დატოვა ჩეჩნეთი და რატომ წავიდა ევროპაში.
მისი თქმით, "მას შემდეგ, რაც მთავარი საბრძოლო მეთაურები მოკლეს, მთავრობა ახალ მსხვერპლს ეძებდა, მათ ვინც ოდესღაც
იჩკერიაში მუშაობდნენ, ყველას უთვალთვალებდნენ“.

როგორც უმაროვმა თქვა, ის 2010 წლიდან თანამშრომლობდა ავსტრიის სპეცსამსახურებთან.

სამი შეკვეთილი მკვლელობა

2014 წლის დეკემბერში, უკრაინული რადას დეპუტატმა იგორ მოსიიჩუკმა კამერის წინ ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა რამზან კადიროვის ფოტოს და განაცხადა, რომ მას ჩეჩნეთში ჩააკითხავდა... რამზან კადიროვმა განაცხადა რომ, "როგორც ჩანს მოსიიჩუკი ყველას მობეზრდა და მისი თავაიდან მოშორება გადაწყვიტეს. მას თავად მოკლავენ და შემდეგ იტყვიან კადიროვმა მოკლაო“ - ასე უპასუხა დეპუტატის ქმედებას რამზან კადიროვმა...
იგორ მოსიიჩუკი
2020 წელს ავსტრიაში ჩაწერილ ინტერვიუში, გარდაცვლილი უმაროვი ამბობდა, რომ 2015 წელს, იმ ვიდეოს შემდეგ, სადაც კადიროვის პორტრეტი დეპუტატმა დაცხრილა, მასთან ჩეჩნები მივიდნენ, მათ უმაროვს სთხოვეს, ეპოვა ისეთი ადამიანი, რომელიც დეპუტატს მოკლავდა, ასევე საუბარი იყო ჩეჩენი ადამ ოსმაევისა და მისი მეუღლის ამინა ოკუევას ლიკვიდაციაზე. ორივე მათგანი უკრაინაში იბრძოდა. მტკიცებულების სახით, უმაროვმა აუდიოჩანაწერი წარადგინა.

"ყველაზე მთავარი ამინა და ადამ ოსმაევია. თუ ადამს, ამინას და დეპუტატს აიღებენ, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება...“, - ამბობს ჩეჩენი მამაკაცი აუდიოჩანაწერში. როგორც უმაროვი ამბობდა, სამი ადამიანის მკვლელობაში მილიონ ნახევარ ევროს იხდიდნენ.

უმაროვი ინტერვიუში ამბობდა, რომ ამის შემდეგ, ის დაუკავშირდა ადამ ოსმაევს და დეპუტატს და მათ ეს ინფორმაცია აუდიოჩანაწერთან ერთად გადასცა.

როგორც ცნობილია 2017 წლის ოქტომბერში თავს დაესხნენ დეპუტატ იგორ მოსიიჩუკს. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი და დაშავდა სამი, მათ შორის დაზიანებები მიიღო თავად დეპუტატმაც. იმ პერიოდში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თავდასხმაში დაინტერესებული რამზან კადიროვი იყო, თავად კადიროვმა კი განაცხადა, რომ დეპუტატი უკრაინელებმა ააფეთქეს: "მათ თავად ააფეთქეს დეპუტატი მოსიიჩუკი და შემდეგ ხმაურიც ატეხეს“ - განაცხადა კადიროვმა.
ამინა ოკუევა
2020 წლის აპრილში გარდაცვლილმა უმაროვმა ვიდეომიმათვა ჩაწერა ვენაში დუნაის ხიდზე, ვიდეოში შეურაცხყოფა მიაყენა ჩეჩნეთის ხელმძღვანელს რამზან კადიროვს და მის მამას, ასევე გამოაცხადა თავისი ტელეფონის ნომერიც: "მე არ ვმალავ სახეს და შენ მას ხედავ, გამოგზავნე ის, ვისაც კაცად თვლი...“ - თქვა მიმართვაში უმაროვმა...

მანამდე, 2019 წელს პირდაპირ ეთერში კადიროვმა განაცხადა, რომ ღირსების შელახვას არავის აპატიებს:

"მთელი მსოფლიო რომ დაიწვას, ყველა ქვეყნის კანონი რომ დაირღვეს, განა ჩვენ დავტოვებთ ისეთ ადამიანს, რომელიც ჩვენს ღირსებას შეურაცხყოფს?! - წმინდა ყურანს ვფიცავ - არ დავტოვებთ!“ ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მზადაა მიიღოს ყველა სასჯელი, მაგრამ შეურაცხყოფას არავის აპატიებს. "დამაკავებენ, ჩამსვამენ ციხეში, მომკლავენ - მომკლან, უკვე 45 წლის ვარ, რა მესაქმება კიდევ ამ სამყაროში?“ - განაცხადა კადიროვმა.

უმაროვის მკვლელობა - ბოლო პერიოდში, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ევროპაში წარმოშობით ჩეჩენის მკვლელობას ცდილობენ, ამ ოთხი შემთხვევიდან მხოლოდ ერთს ტუმსო აბდურაჰმანოვს გაუმართლა, მან თავდამსხმელის გაუვნებელყოფა და პოლიციის გამოძახება შეძლო.

2019 წლის აგვისტოში ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. 2020 წლის 1 თებერვალს ქალაქ ლილიში, სასტუმროში გარდაცვლილი ჩეჩენი იმრან ალიევი იპოვეს. 4 ივლისს კი მამიხან უმაროვი მოკლეს. (წყარო)


(სპეციალურად საიტისთვის)

Изабела
06 ივლისი 2020 15:18
Я думала. Чечени оберегают дрруг друга







555
06 ივლისი 2020 14:23
დღეს ისე არავის არ ჰკლავენ, დააშავა დაისაჯა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები