თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი თურქეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, აია-სოფია მეჩეთად გადააკეთოს.შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე იუნესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აია-სოფია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, ამიტომ მისი სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ორგანიზაციას წინასწარ უნდა ეცნობოს.ცნობისთვის, 1 500 წლის წინ აშენებულ ქრისტიანულ ტაძარს, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა, 1930-იან წლებში მუზეუმის სტატუსი მიანიჭეს."ინტერპრესნიუსი"