აშშ-ში კორონავირუსის 63 900 ახალი შემთხვევა დადასტურდა - კვირის პალიტრა

აშშ-ში კორონავირუსის 63 900 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 63 900 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 181 846 - მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-სგან დაღუპულთა რიცხვმა 134 059-ს მიაღწია.

"როიტერსის" ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა აშშ-ის 9 შტატში: ალასკაში, ჯორჯიაში, აიდაჰოში, აიოვაში, ლუიზიანაში, მონტანაში, ოჰაიოში, იუტასა და უისკონსინიში.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსისგან დაღუპულების რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

"ინტერპრესნიუსი"