მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში ქრისტიანული ფრესკების დასაფარად, შესაძლოა სპეციალური განათება გამოიყენონ
მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში ქრისტიანული ფრესკების დასაფარად, შესაძლოა სპეციალური განათება გამოიყენონ
თურქეთის ხელისუფლება აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვების ჩატარების საკითხს განიხილავს. ამისთვის სავარაუდოა, რომ დამონტაჟდება ისეთი განათება, რომლის მეშვეობითაც ქრისტიანული მოზაიკები და ფრესკები ნამაზის დროს არ გამოჩნდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსთან და რელიგიის სამმართველოსთან ერთად, აია-სოფიას ტაძარში პირველი ნამაზის ჩასატარებლად 24 ივლისს ემზადება. კიდევ ერთ ვარიანტად განიხილება მოზაიკებისა და ფრესკების ფარდებით დაფარვა მუსლიმური მსახურების დროს.

ტურისტებისთვის კი სპეციალური დერეფნების მოწყობა იგეგმება, რათა
მათ ლოცვის დროს ფეხი არ დაადგან მლოცველების ხალიჩებს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.
რუსუდანი
13 ივლისი 2020 14:20
აუცილებლად დაისჯება! ღმერთი მაღალია!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები