"პირდაპირ ვიტყვი...პანდემია გახდება უარესი, უარესი და უარესი" - რას აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი?
"პირდაპირ ვიტყვი...პანდემია გახდება უარესი, უარესი და უარესი" - რას აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს, გაუარესდება, თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს ვერ დაიცავენ.

"მოდით პირდაპირ ვიტყვი - ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოების ნომერ პირველ მტრად, მაგრამ ბევრი მთავრობისა და ხალხის ქმედებები ამას არ ასახავს. ვირუსის ერთადერთი მიზანია იპოვოს ხალხი და დააინფიციროს", - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ონლაინ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ლიდერების მხრიდან სხვადასხვაგვარი მესიჯები ძირს
უთხრის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს - ნდობას.

"თუკი მთავრობები მკაფიო კომუნიკაციას არ მოახდენენ მათ მოქალაქეებთან და არ შეიმუშავებენ ყოვლისმომცველ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებული იქნება გადაცემის აღკვეთისა და ადამიანების გადარჩენისკენ, თუკი მოსახლეობა არ დაიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითად პრინციპებს, რაც გულისხმობს ფიზიკურ დისტანცირებას, ხელების დაბანას, პირბადეების
ტარებას, ხველებისას ეტიკეტს და ავადმყოფობის დროს სახლში ყოფნას - თუკი ძირითადი პრინციპები არ იქნება დაცული, მაშინ პანდემია მხოლოდ ერთი გზით წავა. ის გახდება უარესი, უარესი და უარესი“, - აღნიშნა გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების საერთო შემთხვევებმა მსოფლიოში 13 მილიონს გადააჭარბა.

"ინტერპრესნიუსი"

15 ივლისი 2020 23:30
Chinelebs uzis jibeshi es etiopieli da sxvata shoris mteli etiopiac mis danishvnashic scored chinetma itamasha gadamckveti roli.
Ra pandemiaa roca msoflio masshtabit 0.5 mil adamiania gardacvlili da aqedan savaraudod 80%ara ushualod virusitaa gardacvlili aramed virusis gamo gartulebuli sxva daavadebebit. Amgvarad amaze meti adamiani albat kbilis tkivilita da tavze aguris dacemit kvdeba msoflioshi da ra pandemiaze sheizleba laparaki. Vfiqrob es globalistebis morigi triukia prezident trampis cinaagmdeg organizebuli.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები