"ვინ გადააქცია ის მუზეუმად? ახლა ჩვენ ვასწორებთ ამ შეცდომას" - რას ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი აია-სოფიაზე?
"ვინ გადააქცია ის მუზეუმად? ახლა ჩვენ ვასწორებთ ამ შეცდომას" - რას ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი აია-სოფიაზე?
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ 1934 წელს დაშვებული ისტორიული შეცდომა გამოასწორა, როდესაც აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიანიჭა.

"ჩვენ აღვასრულეთ ჩვენი 83 მილიონი მოქალაქის ნება. 1934 წელს ვინ გადააქცია ის მუზეუმად? ახლა ჩვენ ვასწორებთ ამ შეცდომას. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა", - განუცხადა ჟურნალისტებს ერდოღანმა.

მისი თქმით, აია-სოფია მეჩეთად გადაიქცა არა ტაძრიდან, არამედ მუზეუმიდან.

"ფათიხის დროს ის მიღებული იყო დანგრეული სახით, შემდეგ კი ჩვენ გადავაქციეთ განძად. საუკუნეების განმავლობაში მას
უვლიდნენ, აფართოებდნენ, უფრო ალამაზებდნენ. დაე, ნურავინ იღელვებს, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ აია-სოფიას, როგორც განძის, მისი კულტურული ფასეულობის შენახვას", - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთის მთავრობა ატარებს ეკლესიებისა და სინაგოგების რესტავრაციას.

"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს მტრობა სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან - პირიქით, გვაქვს პატივისცემა. ჩვენ 4-5-ჯერ მეტი
საკულტო ნაგებობა გვაქვს არამუსლიმთათვის, ვიდრე ევროპაში მუსლიმებისთვის", - განაცხადა ერდოღანმა.

"ინტერპრესნიუსი"

?
17 ივლისი 2020 13:23
სამწუხაროდ თავს იღუპავს,რადგან უკვე ათათურქის იდეების წინააღმდეგ მიდის.
!
16 ივლისი 2020 14:13
უტიფარი ოკუპანტი!
Juka
15 ივლისი 2020 22:59
Martalia vin gadaaqcia tazari jer mechetad da shemdeg muzeumad ahla ki isev mechetad? Upriani iqneboda mitacebuli tazari isev qristianebisatvis gadaecat tumca amgvari ketilshobiluri saqcieli carmoudgenelia turqebisa da mati fundamentalisti lideris mhridan. Iqneb am aqtma mainc gamosgvizos sulierad mizinebuli dasavleti da zogadad saqristiano, tumca amashic echvi mepareba.
Qartvelebma ki iqneb jobia qecho moifxanon da kargad dafiqrdnen vistan gegmaven zmoba-megobrobas tore ruseti sheizleba sanatreli gagvixdes.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები