"საქმე იმდენად ცუდადაა, რომ ტრამპმაც კი გადაწყვიტა პირბადე ატაროს" - კვირის პალიტრა

"საქმე იმდენად ცუდადაა, რომ ტრამპმაც კი გადაწყვიტა პირბადე ატაროს"

საქმე იმდენად ცუდადაა, რომ დონალდ ტრამპმაც კი გადაწყვიტა პირბადე ატაროს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მან ტრამპი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მოსახლების ჯანმრთელობასა და ეკონომიკის დაცვას შორის ყალბი არჩევანი გააკეთა.

"თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კრიზისს, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ეკონომიკურ კრიზისს ან უმუშევრად დარჩენილ თითქმის 18 მილიონ ამერიკელს. აკეთეთ თქვენი საქმე პრეზიდენტო", – განაცხადა ჯო ბაიდენმა დელავერში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.