უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის, დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების თაობაზე ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე სოფელ ქვემო ჭალის მახლობლად“.

"რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ასეთი პროვოკაციული მოქმედებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევაა და მიზნად ისახავს რეგიონში
უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაციის დესტაბილიზაციას. დაკავების, გატაცებების, წამებისა და მკვლელობის პრაქტიკის განხორციელების გზით, რუსეთი სისტემატურად და უპრეცედენტოდ განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას. უკრაინა მუდმივად ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი დესტაბილიზაციის მომტანი
მოქმედებები ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომა, ისევე როგორც, უზრუნველყოს დაკავებული და დაჭრილი საქართველოს მოქალაქის დაბრუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ზაზა გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები