"ყველა ვმუშაობდით. ვერ შევძელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოძებნა" - რატომ გაათავისუფლა ილჰამ ალიევმა საგარეო უწყების ხელმძღვანელი?
"ყველა ვმუშაობდით. ვერ შევძელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოძებნა" - რატომ გაათავისუფლა ილჰამ ალიევმა საგარეო უწყების ხელმძღვანელი?
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა მამედიაროვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი.

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა. კერძოდ, ალიევის განცხადებით, მან 12 ივლისს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სამუშაო ადგილზე პოვნა ვერ მოახერხა.

"რას აკეთებდა საგარეო საქმეთა მინისტრი? სად იყო? ყველა ვმუშაობდით. მე ვერ შევძელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოძებნა", - განაცხადა
ალიევმა.

ელმარ მამედიაროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებდა.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები