დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: "უარესისთვის ვემზადებით" - კვირის პალიტრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: "უარესისთვის ვემზადებით"

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანამ არაერთი ზომა გაატარა იმისთვის, რომ ზამთრის სეზონს მომზადებული შეხვდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

"ვიღებთ საჭირო ზომებს, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ზამთრისთვის და უარესისთვის მზად ვართ,"- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ხელოვნური სასუნთქი აპარატების რაოდენობა 30 000-მდე გაზარდა და ქვეყნის ისტორიაში ყელაზე დიდი ვაქცინაციის პროგრამას ამზადებს.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის დაფინანსება 3 მილიარდი გირვანქა სტერლინგით იზრდება.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 292 552 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 45 119 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"