ერდოღანი: "სომხეთი ოკუპანტია, თურქეთი მოძმე აზერბაიჯანს მარტოს არ დატოვებს" - კვირის პალიტრა

ერდოღანი: "სომხეთი ოკუპანტია, თურქეთი მოძმე აზერბაიჯანს მარტოს არ დატოვებს"

სომხეთი ოკუპანტია, თურქეთი მოძმე აზერბაიჯანს მარტოს არ დატოვებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყანას ტერიტორიების დაცვაში დაეხმარება.

სომხეთის მხრიდან ასეთი მოვლენების განვითარების შანსი ყოველთვის იყო. ისინი რეგულარულად უხსნიან ცეცხლს იმ რეგიონებს, სადაც აზერბაიჯანის სამოქალაქო მოსახლეობა ცხოვრობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილის და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ორივე მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგის მსხვერპლი გაცილებით დიდია.

"ინტერპრესნიუსი"