"ჩვენი დასახლებების მიმართულებით საარტილერო ცეცხლი შეწყვეტილია" - რა ვითარებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე? - კვირის პალიტრა

"ჩვენი დასახლებების მიმართულებით საარტილერო ცეცხლი შეწყვეტილია" - რა ვითარებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე?

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარებაა, - შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია შედარებით მშვიდია. ჩვენი დასახლებების მიმართულებით საარტილერო ცეცხლი შეწყვეტილია, თუმცა, დაძაბულობა მაინც გრძელდება,“- აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

იგივე შინაარსის განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. „წუხანდელიდან მოყოლებული ამ დრომდე სიტუაცია შედარებით მშვიდია,“- წერს სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერი, შუშან სტეპანიანი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.