დაპირისპირებამ კავკასიიდან ნისლიან ალბიონზე გადაინაცვლა - შეტაკება ლონდონში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის
დაპირისპირებამ კავკასიიდან ნისლიან ალბიონზე გადაინაცვლა  - შეტაკება ლონდონში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულმა დაპირისპირებამ კავკასიიდან ნისლიან ალბიონზე გადაინაცვლა - ლონდონში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა გუშინ სომხეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. იქვე შეიკრიბნენ სომხებიც და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო... დაერიენ ერთმანეთს, რის შედეგადაც ზოგიერთები დაშავდნენ.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის ცნობით, ათობით აზერბაიჯანელი და თურქი გაჰყვიროდა ლოზუნგებს - "ყარაბაღი", "ყარაბაღი ჩვენია და მუდამ ჩვენი იქნება", "სირცხვილი სომხებს!" და ა.შ.

როგორც აზერბაიჯანული მასმედია იტყობინება, მიტინგის დროს აზერბაიჯანელებს თავს სომხები დაესხნენ, იმავდრიულად სომხური
მასმედიის მტკიცებით, ჩხუბის ინიციატორები აზერბაიჯანელები იყვნენ. "ტვიტერში" უკვე გაჩნდა შეტაკების ამსახველი კადრები.

მართალია, პოლიცია ჩაერია და მოჩხუბართა გაშველება დაიწყო, მაგრამ დაპირისპირება მაინც საკმაო ხანს გრძელდებოდა.

პროტესტის მიზეზი გახდა სასაზღვრო კონფლიქტის გამწვავება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც სროლებსა და დაბომბვებში გამოიხატა. საერთო ჯამში დაიღუპა 16 სამხედრო
მოსამსახურე, მათგან აზერბაიჯანელი - 14, სომეხი - 4. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მცხოვრებიც.

ინციდენტი მოხდა მთიანი ყარაბაღიდან 300 კილომეტრის მოშორებით - იქ, სადაც აზერბაიჯანის თავუზის რაიონი და სომხეთის თავუშის მარზი ერთმანეთს ესაზღვრებიან. ეს ყველაზე სერიოზული კონფლიქტია ამ რეგიონში 2016 წლიდან. წყარო


მოამზადა სიმონ კილაძემ
თამარი
19 ივლისი 2020 05:41
ერდოღანმა რაც მოიმოქმედა აღია სოფიაზე და ამით მთელს საქეისტიანოს რა დარტყმაც მიაყენა აზერბაიჯანელები როგორ ბედავენ ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტიანი სომხების წინააღმდეგ ხმის ამოღებას?!
კახა ქ.
19 ივლისი 2020 02:31
სომხები მსოფლიოში ერთადერთი ერია,რომელიც მის ფარგლებს გარეთ უფრო მეტი ცხოვრობს,ვიდრე სომხეთში.სომხეთში კუდევ 95%სომეხი ცხოვრობს,5%კი სხვა ეროვნება.ასე რომ.......
ILIA
18 ივლისი 2020 20:53
ორივეს მოგიწოდებთ - არ დაინდოთ ერთმანეთი !!!

რუბრიკის სხვა სიახლეები