"პუტინს კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებია, მისთვის დაუმტკიცებელი ვაქცინის გამოყენება კარგი არ იქნება" - კვირის პალიტრა

"პუტინს კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებია, მისთვის დაუმტკიცებელი ვაქცინის გამოყენება კარგი არ იქნება"

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებია, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"არა, არ გაუკთებია. ის ჯერ დამტკიცებული არაა და ვფიქრობ, სახელმწიფოს მეთაურისთვის დაუმტკიცებელი ვაქცინის გამოყენება კარგი არ იქნება", - აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მისივე თქმით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რუსი მეცნიერების მუშაობის შედეგები დამაიმედებელია, თუმცა ამ სამუშაოს დასარულებამდე ვაქცინაციაზე საუბარი ნაადრევია.

"ინტერპრესნიუსი"