უკრაინაში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და მგზავრები გაიტაცა - კვირის პალიტრა

უკრაინაში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და მგზავრები გაიტაცა

უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და მგზავრები გაიტაცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტის ადგილიდან სროლის ხმა ისმოდა. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც ავტობუსს თავს დაესხა, იარაღი და ასაფეთქებელი მასალა აქვს.

იხილეთ ასევე: "ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს"

"ინტერპრესნიუსი"