"მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ჩა­წე­რონ, სა­დაც იტყვი­ან, რომ..." - ვინ არის "მაქსიმ პლახოი", რომელმაც უკრაინაში მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა - კვირის პალიტრა

"მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ჩა­წე­რონ, სა­დაც იტყვი­ან, რომ..." - ვინ არის "მაქსიმ პლახოი", რომელმაც უკრაინაში მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა

მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ლუცკის ცენტრიდან მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, ნასამართლევია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი აცხადებს, რომ მას ავტობუსის გამტაცებელმა დაურეკა და ჟურნალისტების მისვლა მოითხოვა.

"ის ჟურნალისტებისგან თავისი მოთხოვნების გავრცელებას ითხოვს. მან თქვა, სურს, ყველა ჟურნალისტი მივიდეს მასთან, მე კი ვუპასუხე, რომ მზად ვარ მივიდე, თუკი ის ავტობუსიდან ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს,"- აცხადებს ბუტუსოვი.

მისივე თქმით, გამტაცებელმა უთხრა, რომ შეიარაღებულია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი სამართალდამცველების თქმით, ინტერნეტში გავრცელებულია წიგნი "დამნაშავის ფილოსოფია", რომლის ავტორიც "მაქსიმ პლახოია", სადაც ის ციხეში ყოფნის პერიოდსა და ცხოვრების შესახებ თავის შეხედულებებს აღწერს. მამაკაცი, რომელმაც ავტობუსი გაიტაცა, თავის ტავს სწორედ "მაქსიმ პლახოის" უწოდებს. გაგრძელება