საბერძნეთის სასამართლომ ორ რუს მეზღვაურს 253-წლიანი პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

საბერძნეთის სასამართლომ ორ რუს მეზღვაურს 253-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

საბერძნეთის სასამართლომ ორ რუს მეზღვაურს არალეგალი მიგრანტების გადაყვანისა და ადამიანობით ვაჭრობის გამო 253- წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რუსეთის ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა ივან მელნიკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„კონსანტინ სემებოვსა და ივან ვოზნიკოვცევს მიგრანტების გადაყვანის, ადამიანობით ვაჭრობისა და საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის თავისუფლების 253 წლით აღკვეთა მიუსაჯეს,“- აღნიშნა მელნიკოვმა.

მისივე განმარტებით, მკაცრი სასჯელი იმითაა განპირობებული, რომ თითოეული მიგრანტის გადაყვანისთვის 7-დან 12 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. მელნიკოვი აცხადებს, რომ მეზღვაურები ბრალს არ აღიარებენ.