ალასკის ნახევარკუნძულთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

ალასკის ნახევარკუნძულთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ალასკანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეროვნულმა ცენტრმა ცუნამის შესახებ გაფრთხილება გასცა.

გაფრთხილება გაცემულია ალასკის სამხრეთ ნაწილისა და ალასკის ნახევარკუნძულისთვის. ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"