ბოლივიაში სამართალდამცავებმა 400 ადამიანის ცხედარი იპოვეს, უმეტესობა მათგანში „კოვიდ 19“-ის კვალი აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

ბოლივიაში სამართალდამცავებმა 400 ადამიანის ცხედარი იპოვეს, უმეტესობა მათგანში „კოვიდ 19“-ის კვალი აღმოჩნდა

ბოლივიის პოლიციამ, 15 ივლისიდან 20 ივლისამდე პერიოდში, სხვადასხვა ქუჩაში, ავტომობილსა თუ შენობაში 400 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ადამიანების 85 პროცენტის სიკვდილის მიზეზი კორონავირუსი იყო. ბოლივიის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის კვალი 1 აპრილიდან 19 ივლისის ჩათვლით ნაპოვნი 3000-მდე გარდაცვლილი ადამიანის სხეულშია აღმოჩენილი.

ცნობისათვის, ბოლივიაში კორონავირუსის 60 991 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 2 218 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"