პირველად 86 წლის შემდეგ, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური მსახურება სრულდება
პირველად 86 წლის შემდეგ, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში  მუსლიმური მსახურება სრულდება
მე­ჩე­თად გა­და­კე­თე­ბულ აია სო­ფი­ას ტა­ძარ­ში 86 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, მუს­ლი­მუ­რი მსა­ხუ­რე­ბა სრულ­დე­ბა.

თურ­ქე­თის რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სამ­მარ­თვე­ლოს მე­თა­ურ­მა ალი ერ­ბაშ­მა ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბის­თვის სამი იმა­მი და ხუთი მუ­ე­ძი­ნი და­ნიშ­ნა. მუს­ლი­მი მორ­წმუ­ნე­ე­ბი შეგ­რო­ვილ­ნი არი­ან რო­გორც ტაძ­რის შიგ­ნით, ასე­ვე ტაძ­რის ეზო­სა და გარე პე­რი­მეტრზე.

მორ­წმუ­ნე­ე­ბი ტაძ­რის ეზო­ში მსა­ხუ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე შე­იკ­რიბ­ნენ. მუს­ლი­მურ მსა­ხუ­რე­ბა­ზე ელო­დე­ბი­ან თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტს, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­საც.

ცნო­ბის­თვის, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა 10 ივ­ლისს ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლი­თაც სტამ­ბოლ­ში
მდე­ბა­რე აია-სო­ფი­ას ტა­ძარს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ა­ნი­ჭა მე­ჩე­თის სტა­ტუ­სი.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­ზი­დენტ ერ­დო­ღა­ნის პრესმდივ­ნის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქე­თი აია-სო­ფი­ას ტა­ძარ­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ქრის­ტი­ა­ნულ ხა­ტებს. თუმ­ცა, მე­დი­ის ცნო­ბით, და­მონ­ტაჟ­დე­ბა ისე­თი გა­ნა­თე­ბა, რომ­ლი­თაც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ზა­ი­კე­ბი და ფრეს­კე­ბი ნა­მა­ზის დროს არ გა­მოჩ­ნდე­ბა. კი­დევ ერთ ვა­რი­ან­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა მო­ზა­ი­კე­ბი­სა და ფრეს­კე­ბის ფარ­დე­ბით და­ფარ­ვა მუს­ლი­მუ­რი მსა­ხუ­რე­ბის
დროს.

თურ­ქე­თის ერთ-ერთ მთა­ვარ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა­ში, მუ­ზე­უ­მად ქცე­ულ ტა­ძარ­ში, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ტუ­რის­ტი სტუმ­რობ­და, დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის შეშ­ვე­ბის სა­კი­თხი ჯერ კი­დევ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტუ­რის­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­რეფ­ნე­ბი მო­ე­წყო­ბა, რათა მათ ლოც­ვის დროს ფეხი არ და­ად­გან მლოც­ვე­ლე­ბის ხა­ლი­ჩებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები