რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია რუსეთისთვის ძალიან სენსიტიური საკითხია. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია ჩვენთვის ძალიან სენსიტიურია,"- აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია 12 ივლისს გამწვავდა. შეტაკებების შედეგად დაიღუპნენ როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ჯარისკაცები. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

"ინტერპრესნიუსი"