"რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს ზებგერითი იარაღი შეემატება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს" - რას წერს რუსული მედია?
"რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს ზებგერითი იარაღი შეემატება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს" - რას წერს რუსული მედია?
სანკტ-პეტერბურგში რუსეთის ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე აღინიშნა. საზღვაო ძალების აღლუმში 46-მა სამხედრო გემმა, წყალქვეშა ნავებმა, 42-მა საჰაერო ხომალდმა და 4 000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. აღლუმს რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ფლოტს სხვადასხვა კლასის 40 საზღვაო ხომალდი შეემატება.

პუტინის თქმით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ზებგერითი სარაკეტო დანადგარებიც შეემატება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

"ფლოტის უნიკალური უპირატესობებისა და საბრძოლო შესაძლებლობების ზრდა მოხდება მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების, მსოფლიოში ანალოგის არ
მქონე ზებგერითი სარაკეტო კომპლექსების, უპილოტო წყალქვეშა აპარატების და ყველაზე ეფექტური თავდაცვითი საშუალებების ფართოდ დანერგვის გზით", - განაცხადა მან სანკტ-პეტერბურგში გამართულ სამხედრო საზღვაო აღლუმზე.

როგორც რუსული მედია წერს, ქვეყანაში ახალი ზებგერითი საზღვაო რაკეტის - "ცირკონის" გამოცდა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ვასო
30 ივლისი 2020 21:05
ბლეფი კი არა აქვთ, მიტომაც დათმო ამერიკამ ყველაფერი პადრიად. დღეს რუსეთი აღემატება ამერიკას სამხედრო ტექნოლოგიებით. სამწუხაროდ თუ საუბედუროდ ასეა
გიორგი
26 ივლისი 2020 21:49
აბა აწყობიათ საქმე ამერიკელებს.
vagneri janashia.
26 ივლისი 2020 20:23
მორიგი ბლეფი და მორიგი გრაფიკა.აი ამას ცარმოადგენენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები