აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ მასშტაბურ ტაქტიკურ და საბრძოლო - ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წვრთნები ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება და მასში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო ძალების წარმომადგენლები მიიღებენ.

ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვება სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ნაღმტყორცნები, ისევე როგორც ორი ქვეყნის ჯარების სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა.

გეგმის თანახმად, სახმელეთო ჯარების მონაწილეობით წვრთნები 1-დან
5 აგვისტომდე ბაქოსა და ნახიჩევანში ჩატარდება, ხოლო სამხედრო ავიაციის მონაწილეობით - 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე - ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში გაიმართება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები