"ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წყალობით, დედამიწაზე ომი აღარ იქნება"
"ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წყალობით, დედამიწაზე ომი აღარ იქნება"
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წყალობით, დედამიწაზე ომი აღარ იქნება. როგორც CNN ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სჯერა, ქვეყანას ომებში მონაწილეობის მიღება აღარ დასჭირდება, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალი მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

"ჩვენი საიმედო და ეფექტიანი თავდაცვითი ბირთვული შემაკავებლით, ამ დედამიწაზე ომი აღარ იქნება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი სამუდამოდ იქნება დაცული", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა
სიტყვით გამოსვლისას.

კორეის ომის დასრულების 67-ე წლის იუბილეზე, ვეტერანებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღი ჩრდილოეთ კორეას საშუალებას მისცემს, "თავი დაიცვას იმპერიალისტებისა და მტრული ძალების მხრიდან ნებისმიერი დიდი ზეწოლისა და სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები