ულვაშის ფაქტორი მსოფლიო დიპლომატიაში - რატომ მოუწია ულვაშების გაპარსვა სამხრეთ კორეაში აშშ-ის ელჩს?
ულვაშის ფაქტორი მსოფლიო დიპლომატიაში - რატომ მოუწია ულვაშების გაპარსვა სამხრეთ კორეაში აშშ-ის ელჩს?
ბრიტანული "ბი-ბი-სი"-ს რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ულვაშების ფაქტორი მსოფლიო დიპლომატიაში". როგორც მასშია ნათქვამი, აშშ-ის ელჩი სამხრეთ კორეაში ჰარი ბინკლი ჰარისი იძულებული გახდა ულვაშები მოეპარსა მას შემდეგ, რაც ადგილობრივ პრესაში უკმაყოფილო კომენტარები გამოქვეყნდა - დიპლომატი იმისათვის გააკრიტიკეს, რომ მისი ულვაშები ძალიან ჰგავდა იმ იაპონელი გენერლების ულვაშებს, რომელთა მიერაც კორეა 1910-1945 წლებში იყო ოკუპირებული.

ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ელჩად დანიშვნამდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადმირალი იყო, კორეულმა გაზეთებმა იმ დონემდე მიიყვანეს, რომ იგი
ორი დღის წინათ სეულის ცენტრში მდებარე საპარიკმახეროში მივიდა და ულვაშები ყველას დასანახად გაიპარსა. თან დიპლომატიურად იხუმრა - სეულში ძალიან ცხელა და ულვაშების გარეშე პაპანაქებას იოლად გადავიტანო.

საერთოდ კი, 2019 წლიდან მოყოლებული, როცა ჰარი ბინკლი ჰარისი პრეზიდენტმა ელჩად დანიშნა, სამხრეთკორეული პრესა არაერთხელ აღნიშნავდა, რომ იგი უდიერად
ეპყრობა კორეის ისტორიას, მის მოსახლეობას და საზოგადოების გრძნობებს.
ჰიდეკი ტოძიო
ამერიკელი დიპლომატის მსგავს ულვაშებს ატარებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იაპონელი სარდლები ჰიდეკი ტოძიო, სადაო არაკი, ფელდმარშალი სიონროკუ ჰატა და სხვები. თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მსგავსი ულვაში ჰქონდა ჩან კაიშისაც.

საინტერესოა, რომ ჰარი ბინკლი ჰარისი იაპონიაშია დაბადებული, დედამისი იაპონელი იყო, რომელიც ცოლად ამერიკელ მეზღვაურს გაჰყვა. ჰარი ჰარისმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემია დაამთავრა და აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის ადმირალიც გახდა. იგი ის ამერიკელი სამხედრო პირია, რომელსაც იაპონური წარმოშობა აქვს და თან, ყველაზე მაღალ ჩინს მიაღწია. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები