რას წერს დონალდ ტრამპი "ჰიდროქსიქლოროქინზე"
რას წერს დონალდ ტრამპი "ჰიდროქსიქლოროქინზე"
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "ჰიდროქსიქლოროქინის“ კორონავირუსის დასამარცხებლად გამოყენება ეფექტურია.

"ჩემი გადასახედიდან და მის შესახებ ბევრი რამის წაკითხვისა და უამრავი ცოდნის დაგროვების შემდეგ, ვფიქრობ, საწყის ეტაპზე ის ძალიან ეფექტური უნდა იყოს. არ მგონია, მისი მიღებით რამეს კარგავდეთ, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ის არცთუ ძალიან პოპულარული ჩანს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, კოვიდ 19-ის სამკურნალოდ "ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენებაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ მისი გამოყენების რეკომენდაცია მან გასცა.

"როდესაც მე
რაღაცის რეკომენდაციას ვიძლევი, ისინი აცხადებენ, "არ გამოიყენოთ ეს", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.


სოციალურმა ქსელმა Twitter-მა დონალდ ტრამპის უფროს შვილს საკუთარ გვერდზე დროებით პოსტების გამოქვეყნების ფუნქცია დაუბლოკა. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უმცროსმა ტრამპმა ვიდეო გააზიარა, სადაც პრეპარატ "ჰიდროქსიქლოროქინის“ სარგებლობის შესახებ არის საუბარი. Twitter-ში
განმარტავენ, რომ ვიდეოს გაზიარებით დაირღვა რეგულაციები, რომელიც Covid 19-ის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ მან "ჰიდროქსიქლოროქინი“ პროფილაქტიკის მიზნით 14 დღის განმავლობაში მიიღო და პრეპარატს არანაირი გვედრითი ეფექტები არ გამოუვლენია. მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი "ჰიდროქსიქლოროქინი“ კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად დამტკიცებული არ არის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები