"არ არსებობს საშუალება, რომელიც კორონავირუსის პრობლემას გადაჭრის, შესაძლოა, არც მომავალში გამოჩნდეს" - კვირის პალიტრა

"არ არსებობს საშუალება, რომელიც კორონავირუსის პრობლემას გადაჭრის, შესაძლოა, არც მომავალში გამოჩნდეს"

"არ არსებობს საშუალება, რომელიც კორონავირუსის პრობლემას გადაჭრის და ასეთი საშუალება, შესაძლოა, არც მომავალში გამოჩნდეს" - ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ არ არსებობს საშუალება, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემას მყისიერად გადაჭრის და ასეთი საშუალება, შესაძლოა, არც მომავალში გამოჩნდეს.

"რამდენიმე ვაქცინაზე კლინიკური ცდების მესამე ფაზა მიმდინარეობს და ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ გვექნება ეფექტური ვაქცინები, რომელიც ადამიანებს ვირუსის პრევენციაში დაეხმარება. მაგრამ ამ დროისთვის ვერცხლის ტყვია არ არსებობს და შესაძლოა, არც არასდროს იარსებოს,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

წყარო